საერთაშორისო ზამთრის სკოლა
„პარადიგმის ცვლა – მეცნიერების ახალი ფილოსოფია“
2025 წლის 31 მარტიდან 6 აპრილამდე ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი უმასპინძლებს საერთაშორისო ზამთრის სკოლას „პარადიგმის ცვლა – მეცნიერების ახალი ფილოსოფია“, რომელსაც ერთობლივად ატარებენ ფრანკფურტის უნივერსიტეტის ქართველოლოგიის მიმართულება (დოქტორი მარიამ ყამარაული), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (პროფ. დარეჯან თვალთვაძე) და დიგიტალური ჰუმანიტარიის აკადემია – საქართველო (პროფ. მანანა თანდაშვილი).
სამუშაო ენა: ქართული
მონაწილეობის პირობები და რეგისტრაციის ვადები:
საერთაშორისო ზამთრის სკოლაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოს უნივერსიტეტების საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურის სტუდენტებს.
სერტიფიცირება: საერთაშორისო ზამთრის სკოლის მონაწილეები მიიღებენ საერთაშორისო სერტიფიკატს.
დეტალური ინფორმაცია ზამთრის სკოლის მიზნების, პროგრამის, რეგისტრაციის ვადებისა და პირობების შესახებ იხილეთ აქ: https://adh.ge/international-winter-school-ge/
საკონტაქტო პირი: მარიამ გობიანიძე (mariam.gobianidze@tsu.ge)